დავალებები


 

http://lemill.net/content/webpages/chemi-garemo-senaki/view momewona tema chemi garemo -"senaki". vfiqrob es tema saintereso unda iyos istoriis pedagogistvis. gadmocemulia ara mxolod teoriuli nawili, aramed suratebic, ruka, romelic upro tvalsachinos da sainteresos xdis temas moswavlistvis.
 
 
http://www.youtube.com/watch?v=fMEeNI2NBu4&feature=fvwrel, http://www.myvideo.ge/?video_id=986582, http://tvali.eu/index.php?action=watch&v=111943 maka beriashvili, nana kotorashvili




საბაზო საფეხური (VII- IXკლასები)
სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლეს კიდევ უფრო მეტად უვითარდება შემეცნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. ის მოვლენების გარეგნული აღწერიდან გადადის მოვლენათა არსის წვდომაზე, შეიმეცნებს ძირითად ფიზიკურ, ქიმიურ კანონებს და ბიოლოგიურ კანონ-ზომიერებებს. მოსწავლე იწყებს ემპირიული გზით სამყაროს აღქმას, შემოქმედებითად აზროვნებას, ცდილობს სამყაროში ადამიანის ადგილისა და მნიშვნელობის განსაზღვრას.
საბაზო საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:
• კვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდის გამოყენება;
• სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება;
• ექსპერიმენტის დაგეგმვა და წარმართვა, მონაცემთა შეგროვება-დამუშავება;
• კრიტიკული ანალიზი, დასკვნების გამოტანა;
• პრეზენტაცია (გრაფიკების, დიაგრამების, მოდელის შექმნა).

http://skoool.emis.ge/content/biology_high/human_influence_on_the_environment/index.html







                  1  ესსე

             პედაგოგის განვითარება ისტ–ის გამოყენებით და მის გარეშე 

                                            

           ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ  უფრო მეტად მოითხოვს ისტ–ის ცოდნას და გამოყენებას. შეიძლება ითქვას, რომ ისტ–ის გარეშე ცხოვრება  არ შეგვიძლია. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ( ვსარგებლობთ მობილური ტელეფონით, ინფრომაციის მოსაძიებლად ვიყენებთ ინტერნეტს, ასევე ინტერნეტის საშუალებით ვუკავშირდებით ერთმანეთს და ა.შ )    თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ჩვენი ცხოვრება  ისტ– ზე არის დამოკიდებული.  ამიტომაც აუცილებელია ისტ–ის სკოლებში სწავლება. სკოლებში იმიტომ, რომ საზოგადოების მომავალ თაობას (მოსწავლეებს) განუვითარდეთ  ზოგადი საკომუნიკაციო უნარ–ჩვევები.  ამ უნარ– ჩვევების დახმარებით ახალგაზრდები ადვილად შეძლებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას. შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას.  დღეისათვის აქტიურად ინერგება სკოლებში სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები.
         სკოლებში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლებს. მნიშვნელოვანია სკოლებში რესურსების რაოდენობა ისტ–ის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისტ–ის გამოყენება, თუნდაც მცირე რესურსის შემთხვევაში.  ეს უკვე მასწავლებელზეა დამოკიდებული რამდენად ეფეტურად გამოიყენებს გაკვეთილზე ინფორმაციულ– საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ბევრად სახალისო და სასიამოვნოა გაკვეთილების პროცესი ისტ–ის დახმარებით,  ვიდრე მის გარეშე.    მნიშვნელოვანია თუ რამდენად კარგად ფლობს თვითონ მასწავლებელი ინფრომაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რადგან მან უამრავ მოზარდს უნდა განუვითაროს ყველა ის უნარ– ჩვევა რომელიც ისტ–ის მეშვეობით ვითარდება ადამიანში.  მასწავლებელმა უნდა იცოდეს რისი მიღწევა სურს ისტ–ის დამხმარებით გაკვეთილზე. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ტექნოლოგია უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა ზედმეტი ტვირთი გაკვეთილზე, როგორც მასწავლებლისთვის ისე მოსწავლისათვის.  ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ურთიერთდამოკიდებული უნდა იყოს გაკვეთილის შინაარსზე და მისი  მსვლელობის პროცესზე.  ცალკ ცალკე არ უნდა იყოს გამოყოფილი ერთმანეთისგან. გაკვეთილის მსვლელობისას სწორად გამოყენებული ტექნოლოგიები უდავოდ კარგ შედეგს მოგცემს.  ამ დროს ბავშვები ხალისით აკეთებენ სხვადასხვა სახის დავალებებს და სწორედ ამ კეთების პროცესში სწავლობენ სასწავლ  მასალას და უფრო . არსებობს მეორე მხარეც, როდესაც არასწორად იყენებს მასწავლებელი ისტ –ს გაკვეთილის მსვლელობისას. ასეთ დროს ისტ შეიძლება მოსაბეზრებელი გახდეს როგორც მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლისთვისაც.  

მაკა ბერიაშვილი
4 კურსი
მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი 







           2 ესსე
 
ექსკურსია (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი, შიომღვიმის მონასტერი) V კლასში


          სკოლის დაწყებით საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებების დამოუკიდებელი შესწავლა იწყება V კლასიდან. V კლასიდან ბავშვი იწყებს: ისტორიის საკითხების შესწავლას. ამ საფეხურზე მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ისტორიული აზროვნების უნარი: ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) დანახვა; ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების დადგენა, განსხვავებული ახსნა-განმარტებების შედარება და შეფასება. ისტორიული წყაროების მოძიება,   ისტორიული მასალის  შედარება და ანალიზი; ისტორიულ თემაზე გამართულ დებატებში მონაწილეობა.
               დაწყებითი საფეხურის ამ ეტაპზე მოსწავლე ეცნობა საკუთარ ქვეყანას, მის მხარეებს,  ადგილებს, რომლებსაც წარსულში მომხდარი სხვადასხვა საინტერესო ამბავი, პიროვნება და კულტურის ძეგლი უკავშირდება. მოსწავლეები ეცნობიან თუ როგორი გავლენა აქვს წარსულს აწმყოზე და გარემო პირობებს ადამიანების გადაწყვეტილებებზე, როგორ ცხოვრობდა ხალხი ადრე, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, როგორ შრომობდნენ და ომობდნენ, რა ყოფითი თავისებურებები ახასიათებდათ და ა. შ. იმისათვის , რომ მოსწავლეებს უფრო მეტი ინტერესი გავუჩინოთ ამ საგნის მიმართ და უფრო ხალისიანად დავიწყოთ სასწავლო პროცესი, უნდა დავგეგმოთ რომელიმე სასიამოვნო აქტივობა მოსწავლეებისათვის. (სასიამოვნო, არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის). მაგალითად, კარგი იქნება თუ მოვაწყობთ ექსკურსიას საინტერესო ისტორიულ ადგილას. ამ ექსკურსიით ბავშვები გახალისდებიან და საინტერესო ინფორმაციასაც მიიღებენ ისტორიის მასწავლებლისგან.
               ვფიქრობ კარგი იქნება თუ სწავლის საწყის ეტაპზე მოსწავლეებს ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს და შიომღვიმის მონასტერს დავათვალიერებინებთ. სამივე ისტორიული ადგილია და ბავშვები საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ მასწავლებლისგან ამ ძეგლების შესახებ.  პირველად მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს. ჯვრის მონასტრის ნახვისას ისტორიის მასწავლებელი ბავშვებს აუხნის ამ  ტაძრის ისტორიულ წარსულს. ასევე ბავშვები ჯვრის მონასტრიდან გადმოხედვისას დაინახავენ და გააანალიზებენ თუ რამდენად ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა ჭირდება. ვფიქრობ კიდევ უფრო გაუმძაფრდებათ სამშობლოს სიყვარული. ჯვრის მონასტრის ნახვის შემდეგ წავალთ სვეტიცხოველში, რათქმაუნდა აქაც მონასტრის დათვალიერებასთან ერთად მოსწავლები ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებენ, რომელიც სვეტიცხოვლის მონასტერს უკავშირდება. 
 ბოლოს მოვინახულებთ  შიომღვიმის მონასტერს. ძეგლების დათვალიერების  და გაცნობის შემდეგ, მცხეთაში, ბუნების წიაღში გავშლით სუფრას.  მგზავრობით ცოტა დაღლილნი და ემოციებით სავსენი გემრიელად შევექცევით გამზადებულ საკვებს. ერთმანეთს გავუზიარებთ საკუთარ მოსაზრებებს და შეხედულებებს იმ ისტორიულ ფაქტებზე, რომლებზეც მასწავლებელი ესაუბრებოდა ისტორიული ძეგლების დათვალიერებისას. ასეთი აქტივობის დროს ბავშვები მიეჩვევიან საკუთარი აზრის გამოხატვას, უფრო მეტად განუვითარდებათ მსჯელობის უნარი, ისწავლიან სხვისი აზრის მოსმენის პატივისცემას.
              გამომდინარე იქიდან რომ სამი ისტორიული ადგილის ნახვას ვგეგმავთ, აუცილებელია დილით ადრე გავიდეთ თბილისიდან, დაახლოვებით 8 საათისთვის. სამივე ადგილი ახლოს არის ერთმანეთან და ვფიქრობ არ იქნება ძალიან დამღლელი სამი ისტორიული ძეგლის მონახულება. სავარაუდოდ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ექსკურსია გამოგვივა. ამ ექსკურსიიდან მიღებულ ცოდნას ბავშვები აუცილებლად გამოიყენებენ ისტორიის გაკვეთილზე და იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ გაკვეთილზე.. ეს ცოდნა მუდამ მათთან დარჩება.


მაკა ბერიაშვილი
4 კურსი
საგანი:  სასწავლო პროექტები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
ფაკულტეტი: მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი





         სოციოლოგიური კვლევა
         რა ასოციაციას იწვევს ადამიანებში შოკოლოადი?
ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანი იყო დაახლოებით 20 წუთში გამოგვეკითხა უნივერისტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები, რათა გაგვერკვია რა ასოციაციას იწვევს შოკოლადი ადამიანებში.
დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გამოვკითხეთ 40 ადამიანი, მათ შორის, 20 ბიჭი და 20 გოგო.

შედეგები:

No comments:

Post a Comment